Saturday, May 15, 2010

ეროვნული გვარდიის ისტორია

ეროვნული გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს. ეროვნული გვარდია იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული შეიარაღებული ძალები.

XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთივის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა.

2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან ა.შ.შ –ს ევროპული სარდლობისა და გენერალ პოინტრიკსის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.

საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოკტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წრვთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები),საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.

ეროვნული გვარდია სამომავლოდ გეგმავს რეზერვისტთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, რეგიონებში თითო ბატალიონის საგანგებო სიტუაციებში საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებისათვის მომზადებას.

No comments:

Post a Comment