Wednesday, May 26, 2010

საჰაერო ძალები

 

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები არის საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ჯარის სახეობა.

 

სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანებია:

) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა;

) საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და კონტროლი;

) საჰაერო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;

) ხმელეთზე და ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება;

) ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა;

) მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება ბრძოლის წინა ხაზზე და ტაქტიკურ სიღრმეში. სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-

) გაერთიანებულ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა.

 

სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:

) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;

) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;

) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;

) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;

) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;

) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;

) საჰაერო დესანტის დესანტირება;

) საჰაერო დაზვერვის წარმოება.

No comments:

Post a Comment