Saturday, May 15, 2010

შეიარაღებული ძალები

საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულება განისაზღვრება "კანონით თავდაცვის შესახებ" (თავი III მუხლი 7) და მოიცავს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალები დემოკრატიული კონტროლის პრინციპის გათვალისწინებით ამ ამოცანებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებითა და ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მისიის უზრუნველსაყოფად შეიარაღებული ძალების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

• საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება;
• ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
• ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება;
• არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საფრთხეების განსაზღვრა;
• შეიარაღებული ძალების სტრუქტურის სრულყოფა;

• საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიხედვით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.




სახმელეთო ჯარები

სახმელეთო ჯარების დანიშნულებაა საომარ მოქმედებათა თეატრში სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულება.

სახმელეთო ჯარების ამოცანებია:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო ძალებთან ან/და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო მრავალეროვნულ ძალებთან ერთობლივი სამშვიდობო, ჰუმანიტარული და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა;
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
4. კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
5. თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნა.


საჰაერო ძალები


საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები არის საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ჯარის სახეობა.

სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანებია:
ა) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა;
ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და კონტროლი;
გ) საჰაერო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
დ) ხმელეთზე და ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება;
ე) ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა;
ვ) მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება ბრძოლის წინა ხაზზე და ტაქტიკურ სიღრმეში. სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-
ზ) გაერთიანებულ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა.

სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:
ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;
ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;
გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;
დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;
ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;
ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება;
თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება.



განათლების სარდლობა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზის და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს. სარდლობაზე დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებას: 

1. თავდაცვის ეროვნული აკადემია – ოფიცრის პროფესიული განათლება;
2. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა – სამხედრო კადრების მომზადება და გადამზადება ალპინიზმისა და სამთო-ტაქტიკური მიმართულებით;
3. ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისი- ჯარისკაცთა საწყისი სამხედრო და სპეციალიზებული მომზადება;
4. სერჟანტთა სკოლა – სერჟანტთა პროფესიული მომზადება და გადამზადება;
5. ჯავშანსატანკო სკოლა – მექანიზირებული და სატანკო ქვედანაყოფების ეკიპაჟების მომზადება.

No comments:

Post a Comment