Wednesday, May 26, 2010

სახმელეთო ჯარები

სახმელეთო ჯარების ამოცანებია:

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;

2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო ძალებთან ან/და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო მრავალეროვნულ ძალებთან ერთობლივი სამშვიდობო, ჰუმანიტარული და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში მონაწილეობა;

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;

4. კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

5. თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნა.

 

სტრუქტურა:

პირველი ქვეითი ბრიგადა - განლაგებულია გორში

მეორე ქვეითი ბრიგადა - განლაგებულია სენაკში

მესამე ქვეითი ბრიგადა - განლაგებულია ქუთაისში

მეოთხე ქვეითი ბრიგადა - განლაგებულია დაბა ვაზიანში

მეხუთე ქვეითი ბრიგადა - განლაგებულია ხელვაჩაურში (დროებითი დისლოკაციის ადგილი) და ხონში

პირველი საარტილერიო ბრიგადა - განლაგებულია დაბა ვაზიანში

მეორე საარტილერიო ბრიგადა - განლაგებულია ხონში

ცალკეული საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონი - განლაგებულია თბილისში (დროებითი დისლოკაციის ადგილით)

ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი - განლაგებულია ადლიაში

ცალკეული საზენიტო-სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი - განლაგებულია ქუთაისში

ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი - განლაგებულია დაბა საგურამოში

ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი - განლაგებულია ქობულეთში

ცალკეული სამედიცინო ბატალიონი - განლაგებულია დაბა საგურამოში

 

სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობაა 20 548 აქედან 2 176 ოფიცერი, 18 356 სერჟანტი/კაპრალი (საკონტრაქტო) და 16 სამოქალაქო პირი.

No comments:

Post a Comment