Wednesday, May 26, 2010

საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულება განისაზღვრება "კანონით თავდაცვის შესახებ" (თავი III მუხლი 7) და მოიცავს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას. საქართველოს შეიარაღებული ძალები დემოკრატიული კონტროლის პრინციპის გათვალისწინებით ამ ამოცანებს ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს მითითებებითა და ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მისიის უზრუნველსაყოფად შეიარაღებული ძალების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება;

ქვედანაყოფების მაღალი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულება;

არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით საფრთხეების განსაზღვრა;

შეიარაღებული ძალების სტრუქტურის სრულყოფა;

საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების მიხედვით სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება.

No comments:

Post a Comment